სტატია
ცრუ ბრალდებები თუ მიტაცებული მიწის ნაკვეთები - დავა ჭყონდიდის ეპარქიას და მოქალაქეებს შორის
ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების მიზნით შექმნილი კომისია უკვე მეოთხე დღეა ქონების ინვენტარიზაციაზე მუშაობს. პარალელურად საპატრიარქოს შესაბამისი სამსახური მეუფე პეტრე ცაავას მიერ მიწის ნაკვეთების  შესაძლო მიტაცების ფაქტებს სწავლობს. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ლევან მერაბიშვილი მარტვილში სწორედ ამ მიზნით ჩავიდა. მისი თქმით, ის ადგილობრივებს, რომლებსაც მეუფეს მიმართ პრეტენზიები გააჩნიათ, ეპარქიის რეზიდენციაში გუშინვე უნდა შეხვედროდა, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა.
ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია

„შევხვდებით, ჯერ აქ და შემდეგ მოგვიწევს სოფლებში შეხვედრები და გავარკვევთ თუ რა მტკიცებულებები აქვთ. იმიტომ ვართ აქ, რომ გავარკვიოთ გადაფარვა იყო თუ მიწის ნაკვეთების მიზანმიმართული მიტაცება. ამბობენ, რომ მათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ",- ამბობს ლევან მერაბიშვილი.

საპატრიარქოში ზარების გახშირებას და მიწებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს მარტვილის ეპარქიაში ცილისწამებას უწოდებენ. იღუმენია თამარ გამყრელიძე ტყუილში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს და მარტვილის მკვიდრს  კლიმენტი კეკუტიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქალაქეები, რომლებიც მეუფე პეტრეს ედავებოდნენ მისი მოსყიდულია.
იღუმენია თამარ გამყრელიძე

„ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. ჩვენ წლებია შეჩვეული ვარ ასეთ თავდასხმებს. დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. კლიმენტი კეკუტია, რომელიც რუსეთში არის გამდიდრებული ძალიან უნდოდა, რომ დადიანების რეზიდენცია ყოფილიყო მის მფლობელობაში. შევიდა წინააღმდეგობაში მეუფესთან და ამის შემდეგ აფინანსებს თავის სოფელში ხალხს და რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს“, - აღნიშნა იღუმენია თამარმა.

სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელი იხსენებს, რომ ეპარქიას წლების წინ ერთ-ერთ მოქალაქესთან ოთარ ჯიქიასთან დავა ჰქონდა, თუმცა სასმართლომ სადაო მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს მიაკუთვნა.
მამა დანიელი

„რაც გვაქვს ყველაფერი საპატრიარქოს საკუთრებაა. ჯიქიას რა საქმე ჰქონდა დადიანების ეზოში ლოგიკას ვერ ვხედავ. ჩვენ აქ მოვედით 2007 წელს, მაშინ აქ იყო წინამძღვარი მამა სერაფიმე. მოქალაქეს ედავებოდა დადიანების ეზოს. ამის შემდეგ საუბარი არ ყოფილა, მაგრამ რაც მეუფე გადააყენეს მას გაუჩნდა რაღაც ამბიცია. ბევრს უნდოდა აქ უფროსობა. მიზანმიმართულად ხდება ეს ამბავი, რომ ხალხი გააბრაზონ, ჩიხში შეიყვანონ. აქაურობა გაჩანაგებული იყო. თქვენ როგორ  წარმოგიდგენიათ, დადიანების მამულის შუაგულში ვიღაც ჯიქიას ჰქონოდა მიწა? ჯერ არ შევხვედრილვარ ახალ მეუფეს, არ მინდა ცუდი განწყობით შევხვდე, რადგან არ მინდა აქაურობა გაჩანაგდეს... ყველაფერი, რაც მეუფე პეტრემ იყიდა  საპატრიარქოს ბალანსზე. მაშინ ერთ მხარეს იყო საპატრიარქო და მეორე მხარეს მოქალაქე. ახლა ერთ მხარესაა სიმართლე, მეუფე პეტრე და მეორე მხარეს ინტრიგანები“,- აღნიშნა მამა დანიელმა.

სოფელ სალხინოს მკვიდრებს, რომლებსაც მიწის ნაკვთებიდან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდათ, კლიმენტი კეკუტიასთან კავშირს გამორიცხავენ. თავად კლიმენტი კეკუტიასთან  დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ადგილობრივების თქმით, იგი სალხინოში არ  იმყოფება. სოფელში არც მის მიერ ვინმეს მოსყიდვასთან დაკავშირებით სმენიათ,  თუმცა პეტრე ცაავასა და კლიმენტი კეკუტიას პირად დავაზე საუბრობენ.
სალხინოს დადიანების რეზიდენცია

„მეგობრები იყვნენ, მერე რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, ზუსტად არ ვიცი, მგონი ეკლესია ააშენა კლიმენტიმ სოფელში და მერე რა მოხდა არ ვიცი. არ მგონია ვინმე მოესყიდა, არ არის ასეთი კაცი, არც პეტრეა ცუდი ადამიანი“, - ამბობენ სოფელში.

ეპარქიასთან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოდავე ოთარ ჯიქია რადიო „ათინათს“ სატელეფონო კომენტარში უყვება, რომ მას ერთ-ერთი ადგილობრივებისგან ნაყიდი ტერიტორია პეტრე ცაავამ წაართვა. ჯიქიას მტკიცებით, მან აღნიშნული ტერიტორია ვინმე კუხალეიშვილისგან იყიდა და საკუთრების უფლების  დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნია.

„მიწის რეფორმის შედეგად მიიღო ეს მიწა და დარეგისტრირებული ჰქონდა საჯარო რეესტრში. თავიდან მამა სერაფიმესთან მქონდა დავა  და პეტრე ცაავასთან. ამ საქმეზე ქალაქის სასამართლოში მაქვს შეტანილი საჩივარი, რაც გადაეგზავნა სენაკის სასამართლოს უკვე მეოთხე თვეა. არ ვიცი როდის ჩანიშნავენ სხდომას. პირველად ამ საქმეზე თვითონ ეკლესიამ მიჩივლა. ამ ხნის განმავლობაში იმდენი გამოცდილება მივიღე, რომ მოსამართლემ თუ დაიწყო განხილვა „კუდს არ გავაქიცინებინებ“, - გვითხრა მან. 
მისწის სადაო ნაკვეთი

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა გურამ თოდუასაც. ამბობს, სოფლის ცენტრში ყველა ტერიტორია მეუფე პეტრემ მიისაკუთრა და  დასამუშავებელი მიწის ნაკვეთი მასაც სურდა.

„კი არ წამართვეს, არ მომცეს. ჩვენ გვინდაო. საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული მიწა გვინდოდა ჩვენ.  მეუფე პეტრეს უნდა და არ მომცეს. ყველა მიწები მაგან წაიღო. დადიანების სასახლე, სკოლა ინტერნატის ტერიტორია, ყველაფერი წაიღო. არ მაქვს მიწა და დავამუშავებდი... მე საერთოდ არ ვიცნობ პეტრეს, არც მყავს ნანახი პირადად. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ადამიანია. სოფლისთვის ბევრი კარგი გააკეთა, როგორც წამალს აქვს ორი მხარე, ისეა“, - ამბობს გურამ თოდუა.
სალხინოს მკვიდრი გურამ თოდუა

სხვა ადგილობრივებს არც მიწებთან დაკავშირებულ დავებზე სურთ საუბარი და არც საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე . მხოლოდ იმას ამბობენ, რომ  სოფლისთვის მეუფე პეტრე ბევრი კარგი საქმე გააკეთა და სინოდის გადაწყვეტილება უსამართლოა.

ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ მარტვილის ეპარქია  4 ნოემბერს დატოვა. ის ქონების აღწერისა და გადაბარების პროცესს არ ესწრება. მან რეზიდენციიდან მხოლოდ პირადი ნივთები წაიღო და ერთი ძაღლი წაიყვანა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.