სტატია
არასამთავრობო ორგანიზაციები: ენმ-ს ოფისთან მომხდარ აქციაში საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ და პოლიციის რეაგირება დაგვიანებული იყო
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან  წუხელ გამართული აქცია შეაფასა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ენმ-ს ოფისთან მყოფი მოქალაქეების აზრის გამოხატვის ის ფორმები, რაც მათ მიერ ცოცხების, ყავარჯნების, კასრების სროლითა და მინის კედლების დაზიანებით გამოიხატა. გარდა ამისა, ისინი სამართალდამცავების მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯანო ჭკადუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პოლიციის თანამშრომლები ენმ-ს ოფისის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი ვითარებას შორიდან აკვირდებოდნენ და რეაგირება დააგვიანეს.

“ბოლო დროის განმავლობაში ორი აქცია გაიმართა ზუგდიდში, პირველ შემთხვევაში პოლიციის მობილიზება იყო, რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან  კარგი, მაგრამ როდესაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა გამართეს აქცია, პოლიცია ამ ფაქტს უყურებდა შორიდან. რაც არის ძალიან ცუდი და საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. ჩვენ დავინახეთ, რომ ასაკოვანი ქალის მიმართ იყო ფიზიკური დაპირისპირება და რამდენჯერმე დაარტყეს ცოცხი, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მიტანილი. ასევე ადგილი ჰქონდა სხვისი ნივთის დაზიანებას. ჩვენ სხვა აქციებზე, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს, ვხედავთ ადმინისტრაციული წესით პირების დაკავებას. წუხანდელ აქციაზე ჩვენ მოვისმინეთ გინება, კასრების, ცოცხების და ყავარჯნების სროლა და სხვისი ნივთის დაზიანება, თუმცა ამის გამო არავინ დაუკავებიათ“,- თქვა ჯანო ჭკადუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა ძირითად ნაწილს მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლები შეადგენდა. რაც შეეხება აქციის მსვლელობისას პოლიციის მუშაობას, არასამთავრობო ორგანიზაციაში გვეუბნებიან, რომ პოლიციას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის არ დაუკავებია ის პირები, რომლებმაც ღიად იძალადეს კონკრეტულ ადამიანებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ყველა შემთხვევის დროს დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იგი ბოლომდე ვერ ან არ ახერხებდა მდგომარეობის განმუხტვას. მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, რომელთა შორისაც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებიც იყვნენ, დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევა, თუმცა პოლიციას მათზე ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია, მათ შორის არ დაუკავებია ის პირები, რომლებმაც ღიად იძალადეს კონკრეტულ ადამიანებზე.

3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან“ აქცია გამართეს. აქციაში მონაწილეობდა ზუგდიდის საკრებულოს წევრი ჯონი ჯიქია. პროცესში ჩართულები იყვნენ ზუგდიდის მერის წარმომადგენლები: ედემ კეკუტია, ირაკლი თორდია და  ზაზა ხუბუა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მათ პოლიცია მოსალოდნელი აქციის შესახებ წინასწარ ჰყავდათ დაუწყებული, თუმცა სამართალდამცავები ადგილზე აქციის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ.

გუშინდელ აქციას გამოეხმაურა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი დავით აქუბარდია. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეს და ენმ-ს ოფისის მინები დააზიანეს. აქუბარდია მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის თავიდან აცილება პოლიციის დროული რეაგირებით შესაძლებელი იქნებოდა.

„ძალიან ცუდი ფაქტი იყო, რაც მოხდა, როცა ქალს ენმ-ს ოფისის წინ ცოცხებით გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებმა ასევე ჩაამსხვრიეს  ოფისის მინა. აქციის დაწყებიდან მხოლოდ ორი პოლიციის მანქანა იდგა. ისიც აქციისგან მოშორებით და შემდეგ დაგვიანებით მივიდნენ და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შუაში ჩადგნენ. არადა, პოლიციას შეეძლო სიტუაციის განმუხტვა“, - ამბობს აქუბარდია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ისინი ამბობენ, რომ აქცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააორგანიზა, ხოლო პოლიციას მითითება იმის შესახებ, რომ არ ჩარეულიყვნენ, შს მინისტრმა ვახტანგ გომელურმა მისცა.

თავის მხრივ, ზუგდიდის პოლიციის უფროსის ირაკლი ფაცაციას თქმით, ადგილზე სამართალდამცავთა ჯგუფი იყო მობილიზებული და წესრიგს იცავდა.

ზუგდიდის მერიაში კი ამბობენ, რომ ისინი ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან და გმობენ. რაც შეეხება საჯარო მოხელეების აქციაში მონაწილეობას, განმარტავენ, რომ აქცია არასამუშაო დროს მიმდინარეობდა და საკუთარი აზრის გამოხატვას ვერავის დაუშლიდნენ.

„ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. თუ იქ იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, მათ აქვთ იმის უფლება, რომ გამოხატონ საკუთარი აზრი ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. აქცია მიმდინარეობდა არასამუშაო დროს და მათ ვერავინ შეუზღუდავდა იქ მისვლას“, - აცხადებენ მერიაში.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები დაუშინეს და შუშაც ჩაამტვრიეს. გარდა ამისა, მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter
თეგები: აქცია / ენმ / ზუგდიდი /
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.