სტატია
ზუგდიდის „ჯანდაცვის ცენტრი“: სასამართლო სანამ განგაშს ატეხდა ადვოკატების თვიოთიზოლაციაზე დეტალები უნდა გერკვია
ზუგდიდის სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების სასამართლო პროცესზე გამოცხადებას მუნიციპალიტეტის ააიპ „ საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრში“ არ ადასტურებენ. ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ რადიო „ათინათს“ უთხარა, რომ ის ესაუბრა ადვოკატებს და ისინი არ იმყოფებოდნენ არც საზღვრებს გარეთ და არც კორონავირუსით დაინფიცირებულ პირებთან ჰქონიათ კონტაქტი. მისივე განმარტებით, როგორც გაირკვა, მათ თვითიზოლაციასთან დაკავშირებით შიდა რეგულაცია აქვთ, რასაც პროტოკოლით გათვალისწინებულ თვითიზოლაციასთან კავშირი არა აქვს.

„ვესაუბრე ადვოკატებს და მათ თვითიზოლაციის სხვა დეფინიცია აქვთ. ისინი არანაირ კავშირში არ არიან დაინფიცირებულ პირებთან. ისინი არ ყოფილან არც სამოგზაუროდ... სასამართლო სანამ განგაშს ატეხდა, მანამდე უნდა გაერკვიათ, რომ ასეთი წესი აქვთ მიღებული ადვოკატებს“,- ამბობს ოდიშარია.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამბობენ, რომ ადვოკატებმა თავად განაცახდეს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და სხდომის გადადებას ითხოვდნენ. 

„ერთ-ერთი მათგანი ესწრებოდა პროცესს, რომელმაც პროცესის გადადება მოითხოვა და თქვა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მეორე იმყოფებოდა შენობაში და მანაც დაწერა განცხადება. ჩვენც მყისიერად დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სასამართლოში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაპირველად ინფორმაცია მოსამართლე ნატრული აკობიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა ორი ადვოკატი,სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე. ერთი დაესწრო პროცესს, მეორემ მოითხოვა სხდომის გადადება. ორივე ჩამოვიდა თბილისიდან და მათი განმარტებით, იმყოფებიან თვითიზოლაციაში. შესაბამისმა სამსახურებმა იქნებ გაგვარკვიოს, რატომ არ აკონტროლებენ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს და რატომ გვტოვებენ დამოკიდებულს მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის დეფიციტიც აშკარაა. ასეთი საქციელით კი სასამართლოში დასაქმებულ ათეულობით მოსამსახურეს პროკურორებს, ადვოკატებს, პროცესის სხვა მონაწილეებს, მხარეებს, მომხმარებლებს შესაძლოა შეუქმნეს საფრთხე. ვიღებთ ზომებს შენობის სადეზინფექციოდ, შევატყობინეთ საპატრულო პოლიციას, ჯანდაცვის სამსახურს, მაგრამ ეს საკმარისია?", - წერს ნატრული აკობია.

მოსამართლის ეს პოსტი მის გვერდზე ამჟამად არ იძებნება. მან ის სავარაუდოდ წაშალა.

ადვოკატთა ასოციაციაში ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს მიმართეთ თხოვნით, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლოს ზეპირი მოსმენები იმ საქმეებზე, რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური/შემჭიდროვებულისაპროცესო ვადები, გადავადებულიყო. მიუხედავად ამისა, ასოციაციაში გვეუბნებიან, რომ ადვოკატს ამ განცხადების საფუძველზე სხდომის გადავადების მოთხოვნა არ ჰქონდა, თუ ის მართლა არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.

„არ გვაქვს ამ ადვოკატებზე ინფორმაცია, მაგრამ თუ ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ ან სიცხე ჰქონდათ, რა თქმა უნდა ჰქონდათ უფლება პროცესის გადადება მოეთხოვათ, თუმცა არა ჩვენს ვებ-გვერდზე გავრცელებული განცახდების საფუძველზე“, - გვითხრეს ადვოკატთა ასოციაციაში.

ამ დროისთვის ზუგდიდის სასამართლო დაკეტილია და იქ მხოლოდ მანდატურები იმყოფებიან.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.