,,სტუდფესტი 2025"-ის ფარგლებში მოხალისეობის კონკურის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო! შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფი კონკურსის ფარგლებში მუშაობს პროექტზე ,,ზეპირი მემკვიდრეობა".რას მოიცავს ,,სტუდფესტი 2025"და როგორია, საკონკურსო თემაზე მუშაობის პროცესი, რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში ისტორიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები საბა ფარჯიკია და გიორგი შველიძე საუბრობენ.
რა შესაძლებლობებს აძლევს პროექტი " თეფში იტევს ისტორიას" ზუგდიდელ ბენეფიციარ ქალებს, ვინ ახორციელებს პროექტს და რა არის პროექტის მთავარი მიზანი, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში პროექტის მენეჯერი ელინა გედენიძე და კერამიკის ლაბორატორიის დირექტორი ნინო ჯიქია საუბრობენ.
მე 11 კლასის მოსაწავლე მამუკა მოლაშხია რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში საუბრობს ბირთვული სინთეზის ახალი, თეორიული მოდელის მის ხედვაზე. როგორი იყო ამ თემაზე მუშაობის პროცესი, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და რა გეგმები აქვს სამომავლოდ.
ზუგდიდში ,,სანტექსერვისი"ფილიალი გაიხსნა, რომელიც სამეგრელოს რეგიონს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.კომპანიის მიზანია ფილიალების ადგილობრივებით დაკომპლექტება. რა სერვისებს სთავაზობს ,,სანტექსერვისი" მომხმარებელს და როგორია სტაჟირების პროგრამა, რადიო ,,ათინათის" დილის გადაცემაში სანტექსერვისის დამფუძნებელი მიხეილ თათარაძე საუბრობს .
რას მოიცავს პროგრამირების საერთაშორისო სკოლა ალგორითმიკა და რა შესაძლებლობებს აძლევს სასწავლო კურსი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ,,ალგორითმიკა საქართველოს“ მენეჯერი თინათინ ბარათაშვილი საუბრობს.
დალი უბილავა-დე გრააფი ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) თანამშრომელია. ის კოსმოსურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობს, საკითხით დაინტერესებული ჯგუფებისთვის პრეზენტაციებს ამზადებს და სხვადასხვა ინტერაქტიულ ღონისძიებებს ახორციელებს. საკუთარი საქმიანობის შესახებ რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში სტუმარი ვრცლად გვესაუბრება.
მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ორი წლისაა.რა სიახლეებია ჯან - მედიში, რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ პაციენტებმა და რას გეგმავს კლინიკა მომავალში, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ჯან - მედის დირექტორი ლელა ქაჯაია საუბრობს.
ევროპის იმუნიზაციის კვირეული, ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება სლოგანით „აცერი და დაიცავი“ . იმუნიზაციის კვირეულის მიზანზე ,ვაქცინაციის საჭიროების აუცილებლობაზე, ასევე, რა უნდა ვიცოდეთ იმუნიზაციის შესახებ, რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ს დირექტორი ნანა ოდიშარია გვესაუბრება.
პირველად ზუგდიდში, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ "მედეგის" (Mental Health Center Medegi ) ბაზაზე შექმნილი აკადემია (Medegi's Academy ) გამართავს გრანდიოზულ ღონისძიებას - Gen Z Talks. სად და როდის გაიმართება ღონისძიება , რა სიახლეებს და შესაძლებლობებს სთავაზობს მედეგის აკადემია დაინტერესებულ პირებს, რადიო "ათინათის" დილის გადაცემაში აკადემიის დამფუძნებელი - ნათია ცირამუა და ქონთენთ მენეჯერი - ანრი ნარსია გვესაუბრება.
17 აპრილს GLC-ის სკოლის მოსწავლეები ზუგდიდი მოლის სივრცეში გამართავენ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული. შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება ხანდაზმულთა სახლს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს. დაგეგმილი ღონისძიების შესახებ რადიო ,,ათინათის“ დილის გადაცემაში ჯი-ელ-სის ზუგდიდის განყოფილების მე-10 კლასის მოსწავლეები ლევან იზორია და ნუცა გერგედავა საუბრობენ.
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.