საზოგადოება
BootCamp - ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის ®
"კრეატიული განვითარების ცენტრი" "USAID-ზრდა" პროგრამასთან ერთად იწყებს მენტორთა შერჩევას პროექტში "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის".

პროექტი მიზნად საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს.

თუ ხარ:
• 18-35 წლამდე
• გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი
• გსურს გახდე დამოუკიდებელი freelancer და მიიღო დამატებითი შემოსავალი
• მიიღო ცოდნა სასტუმროებისა და ზოგადად ბიზნესის ონლაინ სივრცეში განვითარების შესახებ, მაშინ ეს პროექტი შენთვისაა.

BootCamp ჩატარდება თბილისში, 11-18 აპრილს და 4 სავალდებულო მოდულის ინტენსიური კურსის (იხილეთ ქვემოთ) გარდა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. მენტორობის კონცეფცია და coaching ტექნიკები
2. ტრენერთა ტრენინგი: არაფორმალური განათლების საბაზისო მეთოდები
3. თვითგანვითარება და საკუთარი თავის ბრენდინგი
4. ფრილანსერობა როგორც პროფესია

მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს კრეატიული განვითარების ცენტრი.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2-3 მონაწილე, რომელიც:
• გაივლის ციფრული მარკეტინგის ინტენსიურ პროგრამას 11-18 აპრილს
• მხარს დაუჭერს კრეატიული განვითარების ცენტრს მონაწილეების მობილიზებაში
• გაივლის პრაქტიკას პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მაისი-ივნისის პერიოდში
• მიიღებს ციფრული მარკეტინგის მენტორის სერტიფიკატს და შეძლებს დამოუკიდებელ მუშაობას ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად.

პროექტი მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
1. მენტორთა ინტენსიური ტრენინგი 11-18 აპრილს
2. ადგილობრივ ბენეფიციარებთან მუშაობა 4 მოდულის მიხედვით და მენტორთა პრაქტიკა (მაისი-ივნისი)
3. მენტორების სერტიფიცირება შესაბამისი მოდულის მიმართულებით (სექტემბერი)

პროგრამა მოიაზრებს 4 საგანმანათლებლო მოდულს. სასურველია, რომ შერჩეულ მენტორს ქონდეს ინტერესი და საბაზისო გამოცდილება მინიმუმ 1 მოდულის განხრით:
• რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე
• ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები
• ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა
• Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 1 აპრილი
გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ფორმა


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ლაშა ბახუტაშვილი +995 557272850
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
დავით მირველაშვილი +995 595996030
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო არდადეგები 3-დან 6 მაისის ჩათვლით იქნება.
23 / აპრილი 2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა- გადაზიდვის 271 ფაქტი გამოავლინა.
22 / აპრილი 2024
ზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე რეჟისორი გიორგი კაშია დაინიშნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.