საზოგადოება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას იწყებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჟენევაში საარბიტრაჟო დავის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა. ამავე ცნობით, დავის დაწყებას საერთაშორისო ინვესტორებიც გეგმავენ.

„2020 წლის 23 იანვარს კონსორციუმმა სახელმწიფოს გაუგზავნა დავის შესახებ შეტყობინება, რომლითაც კიდევ ერთხელ სთხოვა შეხვედრა და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში შესვლა კონსორციუმთან, რათა დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაშინ როდესაც კონსორციუმი კვლავ მზად არის, გამოსავალი ეძებოს შექმნილი სიტუაციიდან, რათა მოხერხდეს პროექტის წარმატებით განხორციელება, და სჯერა, რომ შესაძლებელია დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა კონსორციუმთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომ თავიდან იქნას აცილებული არბიტრაჟი. როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს. კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში. მცდარია ყველა სხვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საწინააღმდეგო მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, კონსორციუმმა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. გარდა ამისა, შეასრულა მნიშვნელოვანი წინასამშენებლო, დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ქმედებების შედეგად, კონსორციუმისთვის შეუძლებელი გახდა, დაესრულებინა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში. საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს პრობლემებს, რაც მან შექმნა, თუმცა კონსორციუმს ადანაშაულებს, თითქოს მან ვერ მოიზიდა ინვესტიციები, და ეს იქნა გამოყენებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად. კონსორციუმი არ ეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას. თუმცა, ცხადია, შეწყვეტის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებამ ნეგატიურად იმოქმედა ყველა ჩართულ მხარეზე. სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს ვან ოორდს მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად აღარ არის ცხადი თუ როდის აშენდება და დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის პორტი“, - ამბობენ კონსორციუმში.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა. კონსორციუმს  ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა  31 დეკემბრამდე ჰქონდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.