რეგიონი
დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე ბრიფინგზე დააზუსტა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იურიდიულ პირს, რაც 15 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

"იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრესსპიკერის თქმით ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, შამადელაში ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / მაისი 2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა.
25 / მაისი 2024
ზუგდიდელი მარიამ ლაშხია, დღეს Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიატია. მანამდე, თსუ - ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის პარალელურად, გაიარა სტაჟირებები სხვადასხვა ორგანიზაციაში, იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აკადემიური და მოხალისეობრივი პროგრამების მონაწილე.
25 / მაისი 2024
საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.