ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებების განრიგი ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდის მერიამ საახალწლო ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა:


19 დეკემბერი - ცენტრალური ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება. გაიმართება კოსტიუმირებული წარმოდგენა.

30 დეკემბერი - 10 იანვარი - ხელნაკეთი ნაძვის ხეების გამოფენა არტ გალერეაში.

31 დეკემბერი - საახალწლო გალა კონცერტი ცენტრალურ პარკში (მონაწილეობენ თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი სეიშენი, ვაჟა მანია).

1 იანვარი - საბავშვო საახალწლო კონცერტი კულტურის სახლში. (კონცერტზე მოწვეული იქნებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები. დარიგდება სასაჩუქრე ჩანთები ტკბილეულით).

7 იანვარი - საშობაო ალილო, მსვლელობა.

 

Print