ენმ : ყველა ტენდერში საჯარო მოხელეების ახლობლები იმარჯვებენ (ვიდეო)
16:53 / 17.05.2016
ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ
ადგილობრივი მთავრობა კორუფციაში
დაადანაშაულა. მან დღევანდელ ბრიფინგზე ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ გამოცხადებული
ტენდერების კორუფციული სქემა წარმოადგინა.
წითლიძის თქმით, კორუფციულ გარიგებებში ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია,
მერის მოადგილე კობა ჯიქია, ვიცე-მერი გია გულორდავა და საკრებულოს
თავმჯდომარე მერაბ ქვარაია არიან გარეულები.
„ ჩემი ინფორმაციით სწორედ ამ ადამიანების ოჯახის წევრები ძმები,
სიმამრები,მამები, ნათლიები და ნათლულები იგებენ ამ ბოლო დროს
გამოცხადებულ ტენდერებში. ზუგდიდის ბიუჯეტიდან სამ მილიონზე მეტი
სწორედ მათ ჯიბეში წავიდა“, - განაცხადა ანი წითლიძემ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია აღნიშნულ
ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები