ახალი ამბები
ღია კარის დღე დადიანების მუზეუმში
დადიანების სასახლე მუზეუმების დღეს მიხაი ზიჩის უცნობი ილუსტრაციებით მასპინძლობს.
საგამოფენო კოლექციაში ასევე შედის მხატვრის მიერ შესრულებული პოემის შარჟები.

დღეს ყველა მუზეუმის მსგავსად ვიზიტორებისთვის დადიანების კომპლექსში შესვლაც უფასოა.

18 მაისი მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება, ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები და ლექციები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უკვე მე-9 წელია, ამ დღესასწაულს უერთდება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

Print