ახალი ამბები
გარმოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას პირველ სექტემბრამდე ითხოვენ (ვიდეო)
გარემოვაჭრეები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიას შეხვდნენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვა 1 სექტემბრამდე მოითხოვეს. ამავე მოთხოვნით მათ განცხადებით ზუგდიდის მერიას და საკრებულოს უკვე მიმართეს.

„ჩვენ ვთხოვეთ სკოლის დაწყებამდე, რომ დაგვრთონ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა. შეგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებიან“.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრესამსახურის უფროსის გუგა ლაგვილავას განმარტებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

"შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მათ მიერ შემოტანილი განცხადება ორ დღეში დარეგისტრირდება, ხოლო მისი განხილვის შემდეგ პასუხი აუცილებლად ეცნობებათ".

გარემოვაჭრეებმა დილიდან აქცია კვლავ განაახლეს, ამის პარალელურად ცდილობდნენ რუსთაველის ქუჩის გადაკეტვას, რისი საშუალებაც მათ სამართალდაცველებმა არ მისცეს. ამის შემდგომ აქციის მონაწილეები მერიასთან შეიკრიბნენ და შენობაში შეჭრაც კი სცადეს.



Print