ახალი ამბები
ენერგოეფექტური დღეები ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ველოაქცია მოეწყო. აქციის მიზანი ენერგოეფექტურობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის გიორგი გასაშვილის განცხადებით, ენერგოეფექტური დღეები 13 ივნისს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ორი წელია ზუგდიდი მერების შეთანხმებას შეუერთდა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ყოველწლიურად ავღნიშნოთ ეს დღეები".

ქალაქში აქცია მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.

Print