ახალი ამბები
მერია: გარევაჭრობის აკრძალვა ეტაპობრივად მოხდება (ვიდეო)

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს შ.პ.ს ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიის ნახევარი, სადაც გარემოვაჭრეები იყვნენ განთავსებული,გათავისუფლებულია.

მოვაჭრეების თქმით, ტროტუარის ერთი ნაწილი თავისუფალია, ხოლო მეორე ნაწილზე ისინი საწავლო პროცესის დაწყებამდე განთავსდებიან.

„დილით მოვიდა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი და გვითხრა, რომ ბოძს იქით არ გადავიდეთ. ასევე გვითხრეს, რომ თუ მითითებულ ტერიტორიას არ გავცდებით, სექტემბრამდე ვაჭრობის უფლებას მოგვცემენ,“- აღნიშნეს მათ.

რადიო „ათინათი“ ამ თემასთან დაკავშირებით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მაია ღუბელაძეს დაუკავშირდა, მის კომენტარს უცვლელად გათავზობთ.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს გარე ვაჭრობას, ქალაქ ზუგდიდის მერია ამგვარ ნებართვას არ გასცემს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ გარე ვაჭრობა კანონით აკრძალულია და ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. ზედამხედველობის სამსახური ეტაპობრივად ახორციელებს გარე ვაჭრობის აკრძალვას, რისი დასტურიცაა ის, რომ ამ დღეებში შპს ცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში გარე ვაჭრობა აღკვეთილ იქნა. აღნშნული პერიოდულად, მოვაჭრეების ინტერესების გათვალისწინებითა და კანონის დაცვით მოხდება,"- აღნიშნულია განცხადებაში.

Print