ახალი ამბები
საზაფხულო ბანაკი ურეკში ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის
ზუგდიდის მერიის ინიციატივით, ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ურეკში საზაფხულო ბანაკი მოეწყობა. აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 ათასამდე ლარი გამოიყო.

მერიაში აცხადებენ, რომ საზაფხულო ბანაკში დასვენება სასწავლო-აღმზრდელობითი ხასიათის იქნება. მათივე განმარტებით, მოსწავლეები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: მერის სტიპენდიანტი, მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, სოციალურად დაუცველი წარმატებული მოსწავლე, დედ-მამით ობოლი, წარმატებული მოსწავლეები სპორტის სახეობებში.

ურეკში 20 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, სულ 70 ბავშვი დაისვენებს, მათ შორის, 8 პედაგოგი და მერიის ორი წარმომადგენელი.

Print