ახალი ამბები
გარემოვაჭრეები მერთან შეხვედრაზე იმყოფებიან
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი მერთან შეხვედრაზე იმყოფება. ლაშა გოგია 10-მდე გარემოვაჭრეს ხვდება. ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას ითხოვენ.

მანამდე მერს ერთი გარემოვაჭრე შეხვდა. მისი თქმით, გოგიამ მას ალტერნატიული ფართი შესთავაზა.

"ხუთ ჩვენთაგანს გვქონდა განცხადება შეტანილი. მერი დამპირდა, რომ გამომაყოლებს წარმომადგენელს და გვაჩვენებენ ადგილს. თუ შეიძლება იქ მუშაობა, ვიმუშავებთ", - თქვა ზოია შულაიამ.


გარემოვაჭრეები მერიის შენობასთან აქციებს დილიდან მართავენ. მათ შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ამავე თემაზე:

მერიაში მედიის თანდასწრებით გარემოვაჭრეებთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ


Print