ახალი ამბები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა - შეხვედრა „ათინათში“ (ვიდეო)
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ჰაბთან - „ათინათთან“ თანამშრომლობით, ზუგდიდში ტრენინგი თემაზე: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა“ ჩაატარა. ის მიზნად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების მნიშვნელობის გაცნობას ისახავდა, რომელიც მათ საქმიანობის უკეთ განხორციელებაში დაეხარება.

ტრენინგ-მოდულის შინაარსი სრულად ეფუძნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტები “.

აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
Print