ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას მამის დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს
ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა. ზურაბ ოთხოზორია ინსულტის დიაგნოზით რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მისი დაკრძალვის ხარჯებს მერია სრულად დაფარავს.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ჯანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ის ამ დრომდე თავისუფალია.

Print