ახალი ამბები
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა (ვიდეო)
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში,  დღეს ზუგდიდში ჩამოვიდა. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს გაესაუბრა.   

„დღეს ზუგდიდში განწყობები არის ყველაზე უფრო თბილი, რაც მქონია სამეგრელოში და ის ხმები, რომ გეშინოდეთ ზუგდიდის, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ტყუილი. ძალიან კარგი განწყობა არის და ეს ყოველთვის ასე იყო. ზუგდიდის მიღება ყოველთვის იყო განსაკუთრებული. აქ არის ნდობა ნებისმიერი ეროვნული ადამიანის მიმართ და ამისთვის მე  მადლობელი ვარ. დღევანდელი შეხვედრა იყო ხელმოწერებზე მუშაობა. სექტემბრის ბოლოს კიდევ ჩამოვალთ და ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრებ, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდი უკვე დატოვა. ანალოგიურ შეხვედრას ის სვანეთში გამართავს.


Print