ახალი ამბები
მოქალაქე, რომელიც თბილისში ფეხით ჩასვლას აპირებდა პოლიციაში დაიკითხა
აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე, რომელიც ზუგდიდიდან თბილისში პროტესტის ნიშნად ფეხით ჩასვლას აპირებდა, პოლიციელებთან საუბრის შემდეგ გზიდან მობრუნდა. თაკალნაძე თაღლითობაში  შპს „სუპერმარკეტის„ დირექტორის მოადგილეს მანანა ბარძემაშვილს და მის ქმარს აკაკი ფიფიას ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გამოძიების დაჩქარება სურს და ამის მოთხოვნით მთავარ პროკურორთან შეხვედრა სურდა.

როგორც რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს, უკვე მოქალაქე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

„მიმდინარეობდა გამოძიება თაღლითობის მუხლით, რის ფარგლებშიც აღნიშნული მოქალაქე დაიკითხა“, - ამბობენ შსს-ში.

თაკალანძე ამტკიცებს, რომ ბარძემაშვილმა მას ბინაში სოფლად სახლის გადაცვლა შესთავაზა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ის მოტყუებით სხვის სახლში შეასახლეს.

თავის მხრივ, მანანა ბარძემაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სოფელის სახლში აღნიშნული ოჯახი ათი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და გაურკვეველი მიზეზის გამო აღნიშნულ სახლში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

ამავე თემაზე: 

მოქალაქე პროტესტის ნიშნად ზუგდიდიდან თბილისამდე ფეხით წასვლას აპირებს

დევნილი, რომელიც აქციას მართავდა, პროკურორს შეხვდა (ვიდეო)
Print