ახალი ამბები
თელავში აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდანაც გაემგზავრნენ - ფოტოები ადგილიდან
თელავში, დღეს დაგეგმილ აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭრები ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რეგიონებიდანაც გაემგზავრნენ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, დღეს დილით თელავისკენ მოქალაქეები საკუთარი ტრანსპორტით გაემგზავრნენ.

alt

„გამიჭირდება რაოდენობის დასახელება, რადგან იყო ასბოლუტურად მათი ინიციატივა და საკუთარი ტრანსპორტითა და ხარჯებით წავიდნენ დღეს დილით. ამ წუთებში ისინიც ოპოზიციასთან ერთად გზის გახსნას ელოდებიან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ წითლიძემ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად თელავში აქცია სამ საათზე, იმ დროსა დაგეგმილი, როცა ფიცის დადების ცერემონია უნდა დაიწყოს, თუმცა აქციის მონაწილეები ამ დრომდე გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში არიან გაჩერებულები.

alt

პოლიცია მათ თელავისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცავები მათ ტრანსპორტირებას სთავაზობენ, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ გზა სხვა მხირდანაც გადაკეტილია.

alt

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

alt

შსს-ში კი აცხადებენ, რომ თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება. უწყებაში ამბობენ, რომ კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.

ფოტო: მიშა როგავა

ამავე თემაზე:

„საქართველოს დანიშნული პრეზიდენტი ჰყავს“ - ზუგდიდში ხმაურიანი აქცია დასრულდა (ვიდეო, ფოტო)

კარტოფილი და ხახვი გუბერნიასთან - ოპოზიცია ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებს (ვიდეო, ფოტო)
Print