ამ წუთებში ხმაურია სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან კარტოფილი და ხახვი მიიტანეს და სამართალდამცველებს სთხოვეს, რომ მათი შენობაში შეტანის უფლება მიეცათ, თუმცა, ამ უკანასკნელებმა 'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერებს და აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსფარანტები წარწერით „ არა სალომეს!“ „STOP RUSSIA”, “ქართული ოცნება კლავს!“. საბოლოოდ, მათ კარტოფილი და ხახვი შენობის კიბეებზე დაყარეს.
ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილე 200-მდე ადამიანი, მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას აპროტესტებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები