ახალი ამბები
ზუგდიდში სანიაღვრეების ცხაურები სავარაუდოდ კომენდანტის დროს მოიპარეს
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე ჭების ლითონის ცხაურები, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს მოიპარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა კვირაზე მეტი ხნის წინ მოხდა.
"ღამე იყო ალბათ მოსული ვინმე და წაიღო, დილით არ დაგვხვდა. საკმაოდ მძიმეა ისე, რა მეტალია არ ვიცი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.მერიაში ამბობენ, რომ ცხაურების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ და შესაბამის ზომებს მიმართავენ. 


Print