ახალი ამბები
24 მარტიდან ზუგდიდში ე.წ "ჭკვიანი კამერები" ამოქმედდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 24 მარტიდან, ზუგდიდში ავტომატური ვიდეოტექნიკა, ე.წ "ჭკვიანი კამერები" ამოქმედდება. ამავე ცნობით, კამერები ამ ეტაპზე 2 ლოკაციაზე, კერძოდ: კოსტავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთასა და გამსახურდიას გამზირზე ჩაირთვება.

"ჭკვიანი კამერები ავტომატურად აფიქსირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებს, ასევე, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით მონაცემთა დამუშავებას. ვიდეოკამერების რაოდენობის, ვიდეოკამერების განთავსების ადგილებისა და ხედვის არეალის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ისა და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად განისაზღვრა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განთავსების ლოკაციები", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დანარჩენ ლოკაციებზე განთავსებული კამერები ამოქმედდება ეტაპობრივად და დამატებით მოხდება მოქალაქეთა ინფორმირება.

ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის ახალი კომპლექტი გასულ წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეიძინა. ჯამში 169 კამერის შესაძენად 2 684 000 ლარი დაიხარჯა. მოწყობილობები ექსპულატაციაში შესვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაეცემა.


ამავე თემაზე:

სამეთვალყურეო კამერების ჩართვის თარიღი გადაიდო-ზუგდიდის მერია ახალ ტენდერს აცხადებს

რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში 170-მდე ახალი "ჭკვიანი" კამერის ამოქმედებაზე (ვიდეო)

ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სანქციები იზრდება

ზუგდიდის ცენტრში ამოქმედდა "ჭკვიანი კამერა", რომელიც ტექდათვალიერების არქონაზე აჯარიმებს





Print