ახალი ამბები
ზუგდიდის ქუჩებზე ახალი დეკორატიული აბრები დამონტაჟდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ქუჩების დასახელებების აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების მონტაჟისთვის 67 240 ლარს დახარჯავს. მომსახურების შესყიდვის ტენდერი 6 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 16 ივნისს დასრულდება.

დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დეკორატიულ აბრებზე წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ახალი აბრები 77 ქუჩაზე განთავსდება.

თამარ მეფის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე  25 ერთეული ორმხრივი აბრა დამონტაჟდება.

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე და მის მიმდებარე გადასახვევებში 19 აბრის მონტაჟი იგეგმება.

სოხუმის ქუჩაზე და მის მიმდებარედ კი 33 აბრა განთავსდება.









Print