ახალი ამბები
14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა

წელს, 14 იანვარს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს უკვე მეთორმეტედ აღნიშნავს.


"20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია", - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო მიმართვას გეგმავს, ორბელიანების სასახლეში სიმბოლური ღონისძიებაც გაიმართება და აღიმართება სახელმწიფო დროშა.

2004 წლის 14 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ

 

Print