არჩევნები
დომენტი სიჭინავას საარჩევნო შტაბი: გადასატანი საარჩევნო ყუთის თითქმის ყველა სიაში 39-მდე პირია რეგისტრირებული (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას პრესსამსახურის ხელმძღვანელის მაგდა კლდიაშვილის ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველი, რომელიც მარკირებული არ იყო. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც უკვე მარკირებულმა მოქალაქეებმა საარჩევნო უბანზე ხელმეორედ შესვლა მოახერხეს და ხმის მიცემა სცადეს. კლდიაშვილის ცნობით, უბნებთან დგანან ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებს უთითებენ, თუ ვის უნდა მისცენ ხმა, ხოლო გადასატან ყუთებს მხოლოდ" ქართული ოცნების" წარმომადგენლები მიჰყვებიან და საჭიროზე მეტი ბიულეტენი მიაქვთ.



„ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა უბნიდან გვაწვდიან ინფორმაციას იქ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. რამდენიმე უბანში სიებში გარდაცვლილი ადამინები ჰყავთ შეყვანილი, გარდა ამისა, არის სპეციალური სიები, რომლებშიც ჯამრთელობისა და გადაადგილების პრობლემის არმქონე ადამიანები ფიქსირდება, ჩვენი ინფორმაციით, მათ წინა დღეს დააწერინეს განცხადება, რათა საარჩევნო ყუთი სახლში მიეტანათ. აღნიშნულ სიებში 40-მდე ადამინია და გააქვთ 50-ზე მეტი ბიულეტენი“, - განაცხადა მაგდა კლდიაშვილმა.



აღნიშნულთან დაკავშირებით მან ბრიფინგზე ისაუბრა და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ აღნიშნულ ფაქტებზე გაამახვილონ ყურადღება.

Print