ახალი ამბები
ზუგდიდში გულუას სკვერის მიმდებარედ გარემოვაჭრეების ჯიხურები და დახლები აიღეს (ფოტო, ვიდეო)
მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე, გულუას სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ჯიხურებისა და დახლების დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიაში განუმარტეს, აღნიშნული ზომები ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მიიღეს. "პირველ რიგში, ეს არის უკანონო გარევაჭრობა, რაც ამ პერიოდში განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. რისკის თავიდან ასაცილებლად, მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები. რაც შეეხება ადგილზე მომუშავეებს, მათთვის შეთავაზებულია ალტერნატიული ფართი კეიდიას ქუჩაზე, რომლის მფლობელიც თანახმაა საშეღავათო პერიოდზე", - ამბობენ მერიაში.აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნებისა და ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა. მერიაში კი აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიქავა დაობს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მათივე განმარტებით, მიქავას ტერიტორია აუქციონის წესით 2008 წელს გადაეცა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება 2017 წელს შეუწყდა.ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.
Print