ახალი ამბები
ზუგდიდში პირბადის სწორად ტარებას პოლიცია აკონტროლებს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს აკონტროლებენ. მონიტორინგი ხორციელდება ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, აგრარული ბაზრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე.

უწყება ასევე აკონტროლებს სამარშუტო ტაქსებში არსებულ სიტუაციას. არის შემთხვევები, როცა მოქალაქეები პირბადის წესის გამოყენების დარღვევის გამო დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
Print