რეგიონი
ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსზე გუშინ გაიტესტნენ, Covid 19 არ დაუდასტურდათ. ასევე, კოვიდუარყოფითია საკრებულოს თანამშრომლების ტესტირების პასუხებიც.

ზუგდიდის მერიის 3 თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ. სამივე მათგანი ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.

ამ დროისთვის ზუგდიდში 200-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან.


Print