რეგიონი
ზუგდიდის მერია: დაზიანებულ ბრინჯაოს ქანდაკებას აღვადგენთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან მდგარ კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს, აღადგენენ. მათივე ცნობით, მერიამ საქმეზე სამართალდამცავ უწყებებს უკვე მიმართა.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან გადანგურების მუხლით დაიწყო.

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოადგეს.

ამავე თემაზე:

დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს
Print