რეგიონი
შსს: პოლიციელს სხვადასხვა მიზნით ფოტოს გადაღება და ამისთვის მოქალაქის დახმარების გამოყენებაც შეუძლია
შინაგან საქმეთა სამინიტროში აცხადებენ, რომ პოლიციელს კანონით აქვს უფლება უფლებამოსილების განხორციელების პროცესში გამოიყენოს მობილური ტელეფონი და ამისთვის სხვა პირის დახმარებაც გამოიყენოს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში აქციაზე ზუგდიდელი პოლიციელის მიერ ბავშვისთვის მითითებების მიცემის კომენტირებისას უთხრეს.

„პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლიდან გამომდინარე, პოლიციელს უფლება აქვს მობილური ტელეფონი გამოიყენოს საპოლიციო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, მათ შორის პირის იდენტიფიკაციისა და გარკვეული ფაქტების ფიქსაციის მიზნით. არანაირი განსხვავება არ არსებობს, აღნიშნულს ის უშალოდ განახორციელებს თუ ამისთვის აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენებს სხვა პირის დახმარებას, როგორც მოცემულ შემთხვევაში მოხდა. ამასთან პოლიციის შესახებ კანონის 46-ე მუხლი ითვალისწინებს მოქალაქესა და პოლიციის თანამშრომლობის შესაძლებლობასაც. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია სწორედ მოქალაქისა და პოლიციის მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს პოლიციის საქმიანობაში მოქალაქეების მიერ მონაწილეობის მიღებას და საკუთარი წვლილის შეტანას“, - აღნიშნეს უწყებაში.

რაც შეეხება იმას, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელმა ფოტოს გადაღება არასრულწლოვანს დაავალა, შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

Print