კორონავირუსი
ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს ჩაუტარდა
ზუგდიდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში, ღია სივრცეებსა და სასოფლო ამბულატორიებში. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა მოსაცდელებიც. მანამდე სადეზინფექციო სამუშაოები სკოლებს, საბავშვო ბაღებს, სხვადასხვა დაწესებულებებს და ცენტრალურ ბაზარს ჩაუტარდა.



Print