სარეკლამო მასალა
სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა. ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა დღემდე არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია გაეცნენ.

ასევე, ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში.

აშენდა ქალაქის #2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. 18 საბავშვო ბაღში სამზარეულო, საპირფარეშოები, სანკვანძები, სასწავლო ოთახები, საძინებელი ოთახები და გათბობა ეწყობა.

Print