სარეკლამო მასალა
ზუგდიდში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 89 პროექტი განხორციელდება
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" წარმოადგენს სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა ხიდ–ბოგირები, მილ–ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები, მემორიალი და მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას სოფლის მოსახლეობა თავად განსაზღვრავს.

ეს პროგრამა ასევე ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას როგორც თავიანთი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების საქმეში, ისე ზოგადად, სოფლის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 89 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 1 224 523 ლარია გამოყოფილი.
Print