სარეკლამო მასალა
მამუკა წოწერიამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ზუგდიდის მერიამ ომის ვეტერანებს საჩუქრად ფულადი თანხა 500-500 ლარის ოდენობით, ხოლო ზურგის მუშაკებს 200-200 ლარი გადასცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
Print