სარეკლამო მასალა
"მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ასოციაცია "იმედის" პროექტის "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" პრეზენტაცია გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე ცხრა სოფლის წარმომადგენელმა, აქტიურმა ლიდერმა ქალებმა.
პროექტის მიზანია ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად, მათი უნარების განვითარებისა და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.
პროექტი ეხება მოქალაქეთა, მათ შორის ქალთა ჩართულობის ხელშეწყობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქალები აქტიურად არიან წარმოდგენილი ადგილობრივი  თვითმმართველობის საქმიანობაში, ესწრებიან სოფლის კრებებს, საჭიროებების და იდეების ინიცირებას ახდენენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ასოციაცია "იმედის" ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.

პროექტში მონაწილე ცხრა სოფლის წარმომადგენლების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებებიდან სამი იდეა შეირჩევა, რომელიც შესაბამისად დაფინანსდება.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ.
Print