სარეკლამო მასალა
"მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, ასოციაციის"იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის პროექტის ფარგლებში  "მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში" შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანია ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად, მათი უნარების განვითარებისა და მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წარმომადგენელი აქტიური ქალები,ზუგდიდიის მერიის,ხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"აუდიტორია მაქსიმალურად იყო ჩართული დისკუსიაში, თემები შეეხო, როგორც ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ - ეკონომიურ მდგომარეობას, ასევე იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ სოფლებში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ქალთა გაძლიერება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მულტისექტორული თანამშრომლობა,"- უთხრა რადიო "ათინათს" ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა ხელმძღვანელმა ქრისტინა კილანავამ.

ასოციაციის "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის  ეს აქტივობა, მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ. პროექტის ორგანიზატორები თვლიან, რომ გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიერ.

მასალა გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული
მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი
საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.


Print