რეგიონი
სუნამოებისა და ფურშეტების შესყიდვაზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა სუნამოების, მისალოცი ბარათების, სიგელების, ტორტების, თაიგულებისა და რესტორნის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 32 000 ლარს აჭარბებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო რესტორნის მომსახურებაზე 13 245 გამოიყო, სუნამოების შესყიდვაზე - 2 492 ლარი, თაიგულებისთვის - 5 975 ლარი, ტორტებისთვის -1 600 ლარი, მისალოცი ბარათებისა და სიგელების დასაბეჭდად 8 865 ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდის მერიამ გამარტივებული ტენდერი 18 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება, კანონის შესაბამისად, 25 თებერვალს დასრულდება.

 

Print