რეგიონი
ზუგდიდში ტყის კოდექსის სამუშაო პრეზენტაცია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი ტყის კოდექსის სამუშაო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველოსბის წარმომადგენლებს ტყის კანონპროექტი გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

„სოციალური ჭრა უნდა ჩანაცვლდეს სატყეო მეურნეობის აღდგენით. სატყეო მეურნეობაში უნდა დაბრუნდეს კვალიფიციური კადრის სავალდებულო მონაწილეობა და ასევე იცვლება საკუთრების ფორმები”, - აღნიშნა სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

არსებული კანონპროექტი პარლამენტმა საზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს . მისი დამტკიცების შემთხვევაში ტყის კოდექსი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
Print