რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის თემაზე დაპირისპირებულ მხარეებს გუბერნატორი შეხვდა (ვიდეო)

ბაზრის შენობის წინ მდებარე კონსტრუქციის დაშლასთან დაკავშირებით, შ.პ.ს ’’ლონდასტესა’’ და შპს „სუპერმარკეტის“ წარმომდგენლებს შორის ზუგდიდის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ქალაქის მერიის სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისა და პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდეს.

„სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ ორივე მხარემ და განმუხტოთ ბაზარში არსებული სიტუაცია. ახლა უმთავრესია, იქ მოვაჭრე ადამიანები არ დაზარალდნენ და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების საშუალება მიეცეთ“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლების განმარტებით, ისინი მზად არიან ტენდერში გამარჯვებულ შ.პ.ს-ს აღნიშნული კონსტრუქცია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაუთმონ. თავის მხრივ, „ლონდასტეს“ წარმომადგენელი შესაბამის ორგანოებს ბაზარში არსებული საკითხით დაინტერესებასა და გამოძიებას სთხოვს. მათივე თქმით, მოვაჭრეების ერთი ნაწილი მათთან თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელსაც ბაზრის ადმინისტრაცია მართავს .



Print