რეგიონი
ქვეყნის მასშტაბით პოლიციის "რეიდები" ტარდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპოლიციო შემოწმებები ხორციელდება.  ე.წ. "რეიდები" ჩატარდა ფოთშიც, სადაც სამართალდამცავები როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომობილებს აჩერებდნენ და ამოწმებდნენ.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, შსს-ში აცხადებენ, რომ საპოლიციო კონტროლი მინისტრის ბრძანებით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი რეიდები საქართველოში რამდენიმე კვირის წინაც ჩატარდა, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე ადგილზე სხვადასხვა ტიპის უკანონო იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღო.
Print