რეგიონი
მწვანე საფარის მართვის შესახებ ზუგდიდის გამგეობაში სემინარები იმართება (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მწვანე საფარის მართვის საკითხებზე სემინარები იმართება. ტრენინგს, რომელივ კიდევ ორ დღეს გასტანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან.

ტრენინგ-სემინარები პროექტის "ტყის მართვა საქართველოში" ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია თვითმმართველობებში "გამწვანების სამსახურის" სისტემის გაუმჯობესება.

აღნიშნულ პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი - CENN, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის ფინანსური მხადაჭერით ახორციელებს.
თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს CENN -ის ექსპერტი დავით სამხარაძე უძღვება.

Print