რეგიონი
ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
ზუგდიდის გენდერის მედიაცნეტრის წარმომადგენელი სამეგრელოს მუნიციპალურ ორგანოებში გენდერის მიმართულებით მომუშვე სპეციალისტებს შეხვდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებასა და მუნიციპალური ორგანოებთან( რაიონებსა და ქალაქებში), ცნობიერების ამაღლების მიზნით სამომავალო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

"შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობის ნაკლებობა. ზოგიერთ რაიონში მათ დასახმარებლად საერთოდ არ არის გაწერილი ბიუჯეტიდან თანხები. ჩვენ ვეცდებით, ყველა მუნიციპალიტეტში შევიდეთ სხვადასხვა ინიციატივებით, რომლებიც ქალებს, მათ შორის ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა საჭირობები, დაეხმარება", - აღნიშნა მედიაცენტრის ხელმძღვანელმა ლევან სულაშვილმა.

"გენდერულ დისკუსიებს" პროექტის "ხმა მიეცი თანასწორობას" ფარგლებში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" და ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი ახორცილებენ.

Print