რეგიონი
გარე მოვაჭრეებმა მერიასთან აქცია გამართეს (ვიდეო)

ზუგდიდის მერიასთან გარე მოვაჭრეებმა დახლების აღება გააპროტესტეს. მათი თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები ადგილზე არ დახვდათ, ხოლო მათი აღების შესახებ წინასწარ ისინი არავის გაუფრთხილებია.

ზედამზედველობის სამსახურის უფროსის, ნუკრი ესართიას განცხადებით, გარევჭრობა კანონით აკრძალულია, თუმცა დღესასწაულებთან დაკავშირებით მათ ვაჭრობის ნება დროებით დართეს.

„უმტკივნეულოდ მოხდა იმ ტერიტორიის გასაუფთავება, სადაც ისინი ახორციელებდნენ გარევაჭრობას. ისინი არიან ბაზრიდან გარეთ გამოსულები, მოვუწოდებთ რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს“.

მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია დილიდან ბაზრის ტერიტორიაზე გამართეს და მოგვიანებით მერიასთან გადაინაცვლეს.
Print