რეგიონი
გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს ზუგდიდში დაკრძალავენ. ცხედარი მთელი დღის განმავლობაში ვლაქერნის ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში იქნება დასვენებული.

მერიის ცნობით, დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტი გაიღებს. მათივე ინფორმაციით, დაკრძალვაზე თბილისიდან მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან.

19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

Print