რეგიონი
"ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა ზუგდიდში (ვიდეო)

პირველი ბეჭვდითი გამოცემის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის არტ- გალერეაში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა პოემიდან ეპიზოდები წაიკითხეს. შეხვედრაზე გამოფენილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტის „ქართული კალიგრაფია-2016″-ის მონაწილეთა ნამუშევრები და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული პერსონაჟების ილუსტრაციები. 

საჯარო კითხვა  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოეწყო.



Print