რეგიონი
ზუგდიდის მერია გაზეთს - "მერია NEWS" გამოუშვებს

ქალაქ ზუგდიდის მერია ყოველთვიური გაზეთის - "მერია NEWS" გამოცემას გეგმავს. ის 4-8 გვერდიანი (პირველი და ბოლო გვერდი ფერადი) იქნება, სადაც სხვადასხვა თემატიკის მასალები განთავსდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გაზეთი ყოველი თვის ბოლოს 5 ათასიანი ტირაჟით გამოვა. გამოცემისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში, დაახლოებით, 5-6 -ჯერ გამოვა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 ათასი ლარი გამოიყო.

"გაზეთში უნდა განთავსდეს რუბრიკები: ქრონიკა, ნომრის სტუმარი (ინტერვიუ), მერიის სერვისები, მერია და სექტორთშორისი თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სოციალური თემა, ჯანდაცვა, სპორტი, ტურიზმი, წერილი მერს, ანგარიში ხალხს'',-  ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტებში.

აქვე აღნიშნულია, რომ გამოცემის შესყიდვა "მერიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფის, აგრეთვე მერიის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით'' ხორციელდება.

Print