რეგიონი
ზუგდიდში 79 წლის მოხუცმა მერიის წინ შიმშილობა დაიწყო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მერიასთან  79 წლის ციალა ჯოჯუამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ხანდაზმულის ქალიშვილის ლალი ცირდავას თქმით, კომბინატში საკონსერვოს #1 ბინაში მას და დედამისს შეპირებული ფართი საკუთრებაში არ გადასცეს და არც გაურემონტეს.

„ რვა თვეა მპირდებაინ ბინის საკუთრებაში გადაცემას და ოთახების გარემონტებას, თუმცა ამ დრომდე დანაპირები არ შესრულებულა.“

მიწის ლეგალიზების კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ ზარქუას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შემოსული იყო "საკონსერვო-2-ის" ამხანაგობის მიერ, ხოლო კომისიამ აღიარა მიწის ნაკვეთი ამხანაგობის საკუთრებაში.

„მიმდინარეობს სიტყვიერი შეთანხმება,იმის შესახებ, რომ ამხანაგობიდან ორმოცი კვადრატი მიწის ნაკვეთი გადაეცეს ლალი ცირდავას.“

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანლის მამუკა ციმინტიას განცხადებით, აღნიშნულ ბინაში ერთი კვირის სამუშაო დარჩა. სამუშაოებს კი ცირდავას მოთხოვნის საფუძველზე შვებულებიდან დაბრუნებული ხელოსანი სამშაბათს შეუდგება.

ლალი ცირდავას დედა, ციალა ჯოჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად, ღია ცის ქვეშ 64 დღე იწვა. მან აქცია მას შემდეგ შეწყვიტა, როცა მერია მას საცხოვრებელი ფართის დაკანონებას და შეკეთებას დაჰპირდა.

Print