რეგიონი
ზუგდიდში პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე იმსჯელეს(ვიდეო)
ზუგდიდში სახალხო დამცველის რეგიონული სამმართველოს ოფისში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებთან და უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მისი მიზანი სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილების გადამეტების თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა იყო.

ადამიანთა უფლებების დაცვის შეფასების მიზნით ომბუდსმენის აპარატი პრევენციის ეროვნული მანდატის ფარგლებში მსგავს დისკუსიებს წლის განმავლობაში ინტენსიურად მართავს.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ეს საკითხი მწვავედ დგას და სწორედ ამან განაპირობა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება.

Print