რეგიონი
წარჩინებული მოსწავლეები ურეკში გაემგზავრნენ
ქალაქ ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის 70 წარჩინებული მოსწავლე ურეკში, საზაფხულო ბანაკში დაისვენებს. ბანაკში მოსწავლეები შემეცნებით პროგრამებსა და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან.მერიის პროექტში ქალაქ ზუგდიდის 12-ვე საჯარო სკოლა მონაწილეობს.

მოსწავლეების პირველი ნაკადი ქალაქ ზუგდიდის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სკოლების წარმომადგენლებმა და მშობლებმა დღეს გააცილეს. ისინი ბანაკში 26 აგვისტომდე დარჩებიან, შემდეგ კი მათ მეორე ნაკადი ჩაანაცვლებს.

ქალაქ ზუგდიდის მერია წარჩინებული მოსწავლეებისათვის მომავალშიც პროექტებს განახორციელებს.
Print